saqarTvelos tbebi - patara jajis tba

მდებარეობა ადიგენის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°49`53` ჩ. გ. 42°39`22` ა. გ.
ფართობი 0.007 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 3.2 მ
აუზის ფართობი 0.58 კმ²

 

ტბა საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს სამხრეთით, ზღვის დონიდან 2630 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,007 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ. აუზის ფართობი 0,58 კმ². უკავია კარული ქვაბულის ძირი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. გაუდინარია.